Sunday, June 1, 2014

ჩემი პორტფოლიო

იხილეთ ჩემი პროექტის -" კაი ყმის სახე ვაჟა-ფშაველას შემოქმედებასა და ფოლკლორში"- პორტფოლიო

მერვე დღე

სამწუხაროა, სახალისო ტრენინგი რომ სრულდება.ჩვენმა ტრენერმა ძალისხმევა არ დაიშურა ჩვენთვის ყველაფერი რომ ესწავლებინა,ვფიქრობ,მიზანს მიაღწია.

  • განვიხილეთ სახელმძღავანელოს მეშვიდე მოდული,ფასილიტაცია,
  • დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა,
  • ვისწავლეთ საქაღალდის ატვირთვა დრაივში და მისი გამოქვეყნება ბლოგზე ბმულის სახით,
  • ატვირთულ საქაღალდეში ცვლილებების შეტანა,
  • ვისწავლეთ ბლოგის გაფორმება,საათისა და კალენდრის ჩასმა,
  • საშინაო დავალება-წავიკითხით აქტივობა მესამე-რეფლექსია ჩემს სასწავლო პროექტზე.

Saturday, May 31, 2014

მეშვიდე დღე


ძალიან მიხარია, დღეს ტრენერმა ყველა შეგვაქო- მაგარი გოგონები ხართო!დატვირთული დღე იყო,თუმცა სახალისო და საინტერესო.
  • გავიხსენეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი,წავიკითხეთ ერთმანეთის უკუკავშირი,
  • ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე,გავაგრძელეთ პროექტზე მუშაობა.შევავსეთ  დიფერენცირებული სწავლების უჯრები,
  • ვნახეთ სკაფოლდინგის რესურსები,ჩვენც შევქმენით მოსწავლის დამხმარე რესურსი და ჩვენს ფაილში შევინახეთ,
  • ვისწავლეთ ბლოგზე გვერდის დამატება.
  • გავიგეთ ვიდეო-პორტალი-მასწავლებლებისა და მოსწავლეების საჭირო რესურსების გაიდერის მისამართი-ict.tpdc.ge,
  • ვნახეთ პრეზენტაცია გარდნერზე,
  • საშინაო დავალება-სახელმძღვანელოს რესურსებში წავიკითხოთ დიფერნცირებული სწავლების მასალები.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

Monday, May 26, 2014

მეექვსე დღე


დღემ სახალისოდ ჩაიარა, ჩვენი ტრენინგი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება.

  • შევქმენით  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი
  • ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკაზე
  • საშინაო დავალება-წავიკითხოთ სახელმძღვანელოს მე-4 მოდული

Monday, May 12, 2014

მეხუთე დღე


  • გავეცანით მე-3 მოდულს,ინტერნეტ-კავშირებს,
  • ვისწავლეთ პრეზენტაციის ატვირთვა Google draiv-ში და გამოქვეყნება,
  • ვნახეთ პრეზენტაცია-საავტორო უფლებების ქაოსი,
  • გადმოვწერეთ გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი,
  • ვისწავლეთ მულტიმედიური რესურსის განთავსება ბლოგზე,
  • ინფორმაციული ელემენტების მოთავსება ბლოგზე სურათების სახით,
  • ჩვენი საქაღალდე დავაარქივეთ და გადავაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე.
  • საშინაო დავალება-უნდა დავწეროთ პროექტის უკუკავშირი

პრეზენტაცია

Sunday, May 11, 2014

მეოთხე დღე

ტრენინგი  უფრო და უფრო  სახალისო  ხდება. დღევანდელი დღე საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა.    განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი.განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმები და მიზნები, ოთხი განმავითარებელი და ერთი  განმსაზღვრელი მიზანი.  გავაგრძელეთ პროექტზე მუშაობა,შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო.Power-Point-ში შევქმენით ჩვენი პროექტის პრეზენტაციის ოთხი სლაიდი,ვისწავლეთ ბლოგზე ფონის შეცვლა.

Sunday, April 27, 2014

მეორე დღე

ტრენინგის  მეორე დღემ საინტერესოდ ჩაიარა.განვიხილეთ ერთმანეთის პროექტების იდეები.განსაკუთრებით  მომეწონა ნანა იაშვილის პროექტის იდეა.დავიწყეთ პროექტის გეგმის შევსება,ვისწავლეთ კომენტარების დაწერა და გაგზავნა, დავიწყეთ ბუკლეტის მომზადება მშობლებისათვის,ვისწავლეთ  დაარქივება. სახალისო სამუშაო საშინაოდაც გაგვყვა.უნდა დავასრულოთ ბუკლეტი  და წავიკითხოთ  სახელმძღვანელოს პირველი მოდული ბოლომდე.